ბორჯღალოსნები 2021 წლის პირველ მატჩში რაგბი ევროპის 2020 წლის დასკვნითი ტურის მატჩს თბილისში, რუსეთის წინააღმდეგ 7 თებერვალს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15 საათზე გამართავენ.
კორონავირუსის პანდემიის გამო, მატჩის მიმდინარეობისას ტრიბუნებზე გულშემატკივარი არ დაიშვება.
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბი საქართველოში მოთამაშეების სასელექციო შეკრებას 25 იანვარს შევარდენზე შეუდგა.
სარაგბო ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, ორი დღით ადრე გამოაცხადა ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობები.
საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ასეთია:
დავით ნინიაშვილი, აკა ტაბუცაძე, თამაზ მჭედლიძე, მერაბ შარიქაძე, მირიან მოდებაძე, თედო აბჟანდაძე, ვასილ ლობჟანიძე, ზურაბ ჟვანია, შალვა მამუკაშვილი, ბექა გიგაშვილი, ლაშა ჯაიანი, გიორგი ჯავახია, მიხეილ გაჩეჩილაძე, ბექა საღინაძე, თორნიკე ჯალაღონია. სათადარიგოები - დემე თაფლაძე, ლაშა ხმალაძე, გელა აფრასიძე, გიორგი თხილაიშვილი, დავით გიგაური, გიორგი მელიქიძე, გიორგი ნუცუბიძე, გიორგი ჭყოიძე.
შეგახსენებთ, კოვიდ-პანდემიის გამო ეს თამაში ორჯერ გადაიდო (მარტში და ნოემბერში).