"ვერ დამიჭერენ ნამდვილად და თუ თვლიან, რომ დასაჭერი ვარ, უნდა დამიჭირონ და ერთი ვნახოთ, როგორ დამიჭერენ. იმიტომ რომ, მათ მშვენივრად იციან, ახორციელებენ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "ღამის კურიერის" ეთერში.
მისი თქმით, თუკი თვლიან, რომ დასაჭერია, მაშინ ის, 2 ნოემბერსაც უნდა დაეჭირათ, რადგან პროკურატურის გადმოსახედიდან, მან კანონი დაარღვია.
"ვერ დამიჭერენ ნამდვილად და თუ თვლიან, რომ დასაჭერი ვარ, უნდა დამიჭირონ და ერთი ვნახოთ, როგორ დამიჭერენ. იმიტომ რომ, მათ მშვენივრად იციან, ახორციელებენ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას. დასაჭერი მათი გადმოსახედიდან, რომ ჰკითხოთ, თითქოს სამართალს ვარღვევ და ვეწინააღმდეგები კანონის მოთხოვნებს, 2 ნოემბერსაც დასაჭერი ვიყავი. როგორ, ვიღაც კადნიერი ადგა რუსთაველის გამზირზე, სცენაზე ავიდა და სამაჯური მოიხსნა და გადმოაგდო, თუ მე კანონი დავარღვიე, რატომ არ დამიჭირეს. მეტიც, თქვეს რომ მართალი ყოფილაო მელია. პროკურატურამ ეს უთხრა სასამართლოს, სამაჯური რომ გადააგდო, მართალი ყოფილაო", - ამბობს ნიკა მელია.