ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე საპრიტესტო აქციაზე, ოპოზიციამ ახალი მოთხოვნა დააყენა. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომასაც ითხოვენ.
ნაციონალი მოძრაობის წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, თორნიკე რიჟვაზე ვერ ითავისებს რა თანამდებობაზეა.
„ეს ახალი მოთხოვნა იქნება, რადგან ეს ადამიანი ვერ ითავისებს რა თანამდებობაზეა... , ადამიანს არა აქვს არც თმენის ვალდებულება, არც პატივისცემა იმ გულწრფელ პროტესტზე, სამ თვეზე მეტია ხალხი დგას ქუჩაში“, - თქვა ბაგრატიონმა და აღნინა, რომ ის დღეს თავად შეხვდა რიჟვაძეს, რომელმაც აქციის მონაწილეებს ხულიგნები უწოდა.
„შევედი შეხვედრაზე, რომ მეთქვა ამ ადამიანისთვის, რომ ამ ადამიანების მოთხოვნა ისევ ძალაშია და როგორც პოლიტსაბჭოს წევრს, მიეწოდებინა თავისი ხელმძღვანელობისთვის ეს წინადადებები. მან კი მითხრა - თქვენ თუ ფიქრობთ, რომ 20 კაცით, იქ ხულიგნები გყავს შემოკრებილი, მე გადავდგები, ძალიან ცდებით, დიდხანს მოგიწევთ აქ ყოფნაო“, - თქვა ბაგრატიონმა.
ფოტო: droa.ge