თორნიკე რიჟვაძე ჩვენი თავმჯდომარე არ არის, - ამ შეძახილებით აჭარის მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს.
"ნაციონალური მოძრაობა" და მათი მხარდამჭერები აჭარის მთავრობის სახლის შესასვლელთან მისვლას ითხოვენ, აცხადებენ, რომ თორნიკე რიჟვაძე მათი თავმჯდომარე არ არის და გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქცია აჭარის მთავრობის სახლთან უწყვეტ რეჟიმში უკვე 3 თვეზე მეტია მიმდინარეობს.
ფოტო: ბათუმელები