პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე ოპოზიციის კვოტით პარტია "მოქალაქეების" წარმომადგენელი ლევან იოსელიანი იქნება არჩეული.
ლევან იოსელიანის კანდიდატურა ვიცე-სპიკერის კანდიდატურაზე პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა. მისი კანდიდატურის კენჭისყრა უკვე ასახულია დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგში.
მანამდე პარლამენტმა ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე აირჩია "ევროპელი სოციალისტების" წევრი ავთანდილ ენუქიძე.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები უმრავლესობის კვოტით არიან გია ვოლსკი, კახა კუჭავა და დავით სერგეენკო.