კიდევ ერთხელ დავადასტურებთ მზაობას, რომ პარლამენტში ასეთ მულტიპარტიულ რეჟიმში გავაგრძელოთ თანამშრომლობა ყველა პარტიასთან, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, "ქართულო ოცნება" ყოველთვის მზად იყო მოლაპარაკებებისთვის.
"ქართული ოცნების" პოზიცია პირველივე დღიდან იყო ასეთივე, როგორც არის ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიცია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მოლაპარაკებისთვისაც მზაობა გვაქვს, ამ მოლაპარაკების პროცესშიც არაერთი ნაბიჯი გადავდგით წინ. როგორც ხედავთ, ამ მოლაპარაკების შედეგიც არის მათ შორის, რომ დღეს პარლამენტში უკვე სამი პარტია არის წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დავადასტურებთ მზაობას, რომ პარლამენტში ასეთ მულტიპარტიულ რეჟიმში გავაგრძელოთ თანამშრომლობა ყველა პარტიასთან", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.