ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგანი პარამენტის გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვით, ოპოზიონერ დეპუტატებს სადეპუტატო უფლებამოსილება ჯერჯეროით არ შეუწყდათ.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება შესაძლებლობას აძლევს მხარეებს მოიგონ დრო და დაახლოვონ განსხვავებული პოზიციები თუ ეს შეუძლიათ. ეს შესაძლებელია თუ მხარეები პირველ ადგილზე ქვეყნის ინტერესს დააყენებენ.
"ეს წელი იქნება გამოწვევა ყველა ქვეყნისთვის. ჩვენ განვაგრძობთ რომლის საქართველოს ხელისუფლებასთან, სამოქალაქო სექტორთსა და მედიასთან, ყველა მხარის ჩართულობა მნიშვნელოვანია რომ ქვეყანამ დაძლიოს ეს გამოწვევები სავსე წელი.
გუშინდელი გადაწყვეტილება შესაძლებლობას აძლევს მხარეებს მოიგონ დრო და დაახლოვონ განსხვავებული პოზიციები თუ ეს შეუძლიათ. ეს შესაძლებელია თუ მხარეები პირველ ადგილზე ქვეყნის ინტერესს დააყენებენ.
ბევრმა კვლევამ აჩვენა რომ საქართველოს მოსახლეობას აწუხებს უმუშევრობა. მაღალი ფასები, სიღარიბე. ასევე კვლევებმა აჩვენა, რომ გამითხულთა 75% მეტის სურვილია რომ მათ მიერ მხარდაჭერილი პარტიების წარმომადგენელმა ერთად იმუშაონ პარლამენტში დროულად ამ საკითხებზე. ვიმედოვნებ, რომ პარტიები ამას გაითვალისწინებენ.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პარტიების ლიდერებმა პირველ ადგილზე ქვეყნის ინტერესი უნდა დააყენონ, მოუსმინონ ამომრჩევლებს, რა არის მათთვის მნიშვნელივანი.
უმუშევრობა, მაღალი ფასები, სიღარიბე და "კოვიდ-19"-ის ნეგატიური გავლენა ეკონომიკაზე. ვფიქრობ, რომ ამ საკითხების გადაუდებლობა უბიძგებს მხაარეებს იპოვონ კომრომისი. იპოვონ გამოსავალი და შევიდნენ პარლამენტში“, -განაცხადა კელი დეგნანმა.