პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტი ერთპარტიული აღარ არის.
ელისაშვილის თქმით, ეს არის ფაქტი, ზოგს არ სურს, რომ ეს გაითავისოს.
პარლამენტი ერთპარტიული არ არის. კი ბატონო, ორნი ვართ, მაგრამ წარმოვადგენთ დამოუკიდებელ ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც "მოქალაქეები" ეწოდება. . ეს ვიღაცას უნდა გაითავისოს, ვიღაცას - არა, მაგრამ ეს არის ასე", - თქვა ალეკო ელისაშვილმა.
პარტია "მოქალაქეების" წარმომადგენლები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი საპარლამენტო საქმიანობას გუშინ შეუერთდნენ.