გვწამს, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა იყოს, ასე სჭირდება უკეთეს საქართველოს, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მოქალაქეების“ ლიდერმა, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში.
"რთულად მოვედით, მოგეხსენებათ. ალბათ, ყველა თვალყურს ადევნებდით, მე და ლევან იოსელიანმა ამ დარბაზამდე მძიმე გზა გამოვიარეთ, დინების საწინააღმდეგოდ, აღმა ცურვა მოგვიწია და ბევრი სირთულის გაძლება, ბევრი სიძულვილი კიდევ წინ გველის, მაგრამ ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ, რომ რისიც გვწამს და რისიც გვჯერა, გავაკეთებთ ყოველთვის იმას და გვჯერა და გვწამს, რომ ოპოზიცია აქ უნდა იყოს, ასე სჭირდება უკეთეს საქართველოს და ასე იქნებოდა და ასე იქნება სწორი", - თქვა ელისაშვილმა.