ბათუმში მომხდარი ინციდენტი, სადაც ნაგავი ჩამოამხეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატს თავზე მხოლოდ იმის გამო, რომ მისი პოზიცია „ნაცმოძრაობის“პოზიციას არ დაემთხვა, ეს გამოხატვის თავისუფლება იყო და გუშინდელი ინციდენტი თურმე იყო უმძიმესი თავდასხმა“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ.
მან ივერი მელაშვილსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება შეაფასა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა დაპირისპირება ბათუმში მომხდარ ფაქტს შეადარა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერმა და ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრმა ირაკლი ფანგანმა, აქციაზე დამოუკიდებელ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა.
მდინარაძემ მედია, მედია მსგავსი ინციდენტების გაშუქებისას ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა.
"გუშინ ერთ-ერთი ოპოზიციური მედიის ჟურნალისტმა იმგვარად დამისვა შეკითხვა, მეგონა ეს იყო უმძიმესი თავდასხმა, ლამის ვიფიქრე შეიარაღებული თავდასხმა ხომ არ იყო მეთქი. ასეთი მოცემულობის წარდგენა პოლიტიკოსთან, კითხვის არასწორი ფორმით, ორმაგ სტანდარტს ნიშნავს. ბათუმში მომხდარი ინციდენტი, სადაც ნაგავი ჩამოამხეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატს თავზე მხოლოდ იმის გამო, რომ მისი პოზიცია "ნაცმოძრაობის" პოზიციას არ დაემთხვა, ეს გამოხატვის თავისუფლება იყო და გუშინდელი ინციდენტი თურმე იყო უმძიმესი თავდასხმა", - აღნიშნა მდინარაძემ. მისივე თქმით, ეს ორმაგი სტანდარტი აბსოლუტურად მიუღებელია.
შეგახსენებთ, გუშინ, ტექნიკის მაღაზიაში მოქალაქე ბაქარ ადამია ივერი მელაშვილთან მიიჭრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.