აქ არ მოვსულვარ იმისთვის, რომ გაბღენძილმა ვიარო პარლამენტში, მოვედი იმისთვის, რომ ხალხისთვის ვიმუშაო, - განაცხადა პარტია "მოქალაქების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, რომელიც დღეს პარლამენტში შევიდა.
ელისაშვილის თქმით, ის საარჩევნო რეფორმისთვის ბრძოლას განაგრძობს.
"ჯერჯერობით დროებითი საშვები გვაქვს. მე აქ მოვედი იმ ძველი ტელეფონით, როგორც გამოვაცხადე. აქ არ მოვსულვარ იმისთვის, რომ გაბღენძილმა ვიარო პარლამენტში, მოვედი იმისთვის, რომ ხალხისთვის ვიმუშაო,"-აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში დღეიდან ერთვებიან, "მოქალაქეები" პარლამენტში უკვე მივიდნენ. ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში პირველი სამუშაო დღის ფარგლებში სესიის პირველ სხდომას დაესწრებიან.