"ჩვენ ნამდვილად თავაწეულები შემოვედით, რადგან ოთხი პოლიტპატიმარია გათავისუფლებული, - განაცხადა "მოქალაქეების" ლიდერებმა ალეკო ელისაშილმა ოარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ის პარლამენტში უმრავლესობასთან გაფორმებულ მემორანდუმში შესული პუნქტების კაბონმდებლობაში მოსაყვანადაა შესული, რისთვისაც საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვისკენ დანარჩენ ოპოზიციასაც მოუწოდებს.
"ჩვენ ნამდვილად თავაწეულები შემოვედით, რადგან ოთხი პოლიტპატიმარია გათავისუფლებული და ბოლოს მოლაპარაკების მაგიდას მხოლოდ მე და ლევანი შემოვრჩით. გაფორმებულია მემორანდუმი, რომელიც არის სინამდვილეში ამ ქვეყნის პერსპექტივა.
მემორანდუმში არის ძალიან ბევრი პუნქტი ჩამოთვლილი. ერთადერთ საკითხს სჭირდება საპარლამენტო არჩევნების 113 ხმა (სრულად პროპორციულს) და იმ ერთადერთ საკითხზე მაინც შემოვიდეს ოპოზიცია, თუ უნდა ამ ქვეყნის ნორმალური მომავალი.
ჩვენ პირველ რიგში შემოვედით მემორანდუმის პუნქტების კანონად ქცევისთვის, იქ ვადაც კი ჩავაწერინეთ "ქართულ ოცნებას". თუ პირველ მარტამდე არ მოხდება ამის ინიცირება ჩვენ პარლამენტს დავტოვებთ“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
ოპოზიციის მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე საათში იგეგმება. სწორედ ამ თემით იხსნება პარლამენტის საგაზაფხულო სესია.