შინაგან საქმეთა მინისტრს დღეს პარლამენტში ელოდებიან. კანომდებლები ვახტანგ გომელაურს პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმატში მოუსმენენ.
მინისტრი დეპუტატებს წარუდგენს ინფორმაციას სამინისტროს მიერ 2020 წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ.
ნდობის ჯგუფის წევრებს კითხვები ექნებათ საოკუპაციო ხაზს მიღმა არსებულ ვითარებასა და ორგანიზებულად ჩადენილ დანაშაულებებთან მიმართებით ბრძოლის საკითხზეც.
სხდომა დახურულ ფორმატში გაიმართება.