პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დღეს თბილისში კონცერტი ჩატარდება.
"მუსიკა შენს ფანჯრებთან" - ასე ჰქვია კონცერტს, რომელიც იპოდრომზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება.
ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მაყურებლის წინაშე იპოდრომზე განსხვავებულ ფორმატში წარდგებიან. მსმენელი მუსიკას ფანჯრებიდან და აივნებიდან მოისმენს.
კონცერტი მერიის მხარდაჭერით ტარდება, მასში ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.