დღეს საქართველოს ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა.
მოჰამედ ჯავად ზარიფი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართავს შეხვედრებს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში ეწვევა. მანამდე ის სტუმროდა რუსეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს. იგეგმება, მისი ვიზიტი თურქეთშიც.
ჯავად ზარიფის ვიზიტის მიზნებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო არაფერს იუწყება.