ვიბრძოლებ, რომ არავის გაუტეხონ თავი, არც თალაკვაძეს, არც კობახიძეს და არც სხვას, როგორც დღეს ვამბობ, რომ ნაგვის დაყრა არ მომწონს არავის თავზე, - თქვა ფორმულას გადაცემა პოლიტმეტრში ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ, მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერებმა, ჩემი აზრებისგან სრულიად საპირისპირო პოლიტიკური მოსაზრებებისა და დღის წესრიგის მქონე ადამიანებმა იცოდნენ, რომ არასდროს, მე, როგორც პოლიტიკოსი, არ დავუშვებ იმას, რომ ვინმეს მოექცნენ ისე, როგორც ექცეოდნენ მაგალითად ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
ჩვენ აუცილებლად შევცვლით ხელისუფლებას ამ ქვეყანაში, ოღონდ, როცა ბიძინა ივანიშვილი და მისი მარიონეტები, ვინც არიან, ეს ხალხი დატოვებენ ხელისუფლებას, ზუსტად ისე ვიბრძოლებ, რომ არავის გაუტეხონ თავი, არც თალაკვაძეს, არც კობახიძეს და არც სხვას, როგორც დღეს ვამბობ, რომ ნაგვის დაყრა არ მომწონს არავის თავზე“, - თქვა სამადაშვილმა.