ესტონეთის მთავრობა, რომელსაც ქვეყნის ისტორიაში პირველად, ქალი უდგას სათავეში, უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა.
პრემიერ-მინისტრ კაია კალასის მთავრობა დღეს პირველს სხდომას გამართავს.
ესტონეთის მთავრობის ფორმირება ორმა პოლიტიკურმა პარტიამ მოახდინა. თითოეულმა პარტიამ კოალიციურ მთვრობაში 7 მინისტრის პორტფელი მიიღო. კოალიციაში შედიან კაია კალასის "რეფორმების პარტია" და ცენტრისტული პარტია, რომელიც ამ დრომდე მართავდა ქვეყანას.
რეფორმატორებმა მიიღეს ფინანსთა და თავდაცვის მინისტრების, ხოლო ცეტრისტებმა - საგარეო და ეკონოკიმის მინისტრების პოსტები.
ყოფილმა მთავრობამ უფლებამოსილება მას შემდეგ მოიხსნა, რაც კორუფციული სკანდალის ფონზე, იური რატასი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.
იური რატასის გადადგომის შემდეგ, ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა კაია კალასს სთხოვა მთავრობის ფორმირება.