პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ვერ ქმნიან ფრაქციებს საპარლამენტო დებატებში გამოსვლისთვის, დრო გაეზრდებათ 15 წუთამდე.
"ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ვერ ქმნიან ფრაქციებს, შეეძლებათ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ საპარლამენტო განხილვებში, რისთვისაც მათ საპარლამენტო დებატებში გამოსვლისთვის დრო გაეზრდებათ 15 წუთამდე. ამასთან დაკავშირებით, "ევროპელ სოციალისტებს" ჰქონდათ გარკვეული წინადადებები, ჩემთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს ალეკო ელისაშვილმა დააფიქსირა წუხილი,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.