ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში გაიზარდა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა.
დასმულ შეკითხვაზე - მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 80% პასუხობს, რომ "დიახ".
გამოკითხულთა 8%-ისთვის მიუღებელია ევროკავშირში გაწევრიანება. 12%-მა არ იცის.
წინა კვლევის [2020 წლის ივნისი] შედეგების მიხედვით, იგივე შეკითხვას დადებითად 76% პასუხობდა.

დასმულ შეკითხვაზე - მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ნატოს წევრი, გამოკითხულთა 74% პასუხობს, რომ "დიახ".
გამოკითხულთა 9%-ისთვის მიუღებელია ნატოში გაწევრიანება. 16%-მა არ იცის.
წინა კვლევის [2020 წლის ივნისი] შედეგების მიხედვით, იგივე შეკითხვას დადებითად 69% პასუხობდა.

რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევის საველე სამუშაოები CRRC-მ 2020 წლის 17-24 დეკემბერს ჩაატარა. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.
ჩატარდა 2 053 ინტერვიუ. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 1.1%-ია. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.