„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება ბათუმში, აქციაზე მომხდარ ინციდენტს.
„ამაზრზენია ის, რაც ბათუმში მოხდა. ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება“, – წერს სალომე სამადაშვილი.
ბათუმში, აქციაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს.