ბუნებრივია, თუ, რომელიმე პარტია საჯაროდ, ან არასაჯაროდ დააფიქსირებს იმას, რომ მზად არიან შეგვხდნენ და კონკრეტულ დეტალებზე გველაპარაკონ, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენც თანახმა ვართ - მამუკა მდინარაძის ამ განცხადებას ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი. გიგი უგულავა პასუხობს.
უგულავა მდინარაძეს ურჩევს, მოიხნას ვარდისფერი სათვალეები, რეალობას შეხედოსდა ისაუბროს იმ მთავარ საკითზე, რაც საზოგადოებრივ აუცილებლობას წარმოადგენს, რიგგარეშე არჩევნების სახით.
უგულავას თქმით, უმჯობესია მდნარაძემ განიხილოს და დააკმაყოფილოს 51 დეპუტატის განცხადება უფლებამოსილების შეწყეტის თაობაზე, რათა საბოლოოდ ოფიციალურად გაფორმდეს ერთპარტიული დიქტატურისაკენ მიმავალი საბჭოეთი.
„ბაზრის რაზვოდჩიკ ამხანაგ მდინარაძის საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ოპოზიციის პოზიცია მათ იციან, ცალ-ცაკე სირბილს მათთან არავინ არ აპირებს, მათთან მიცუნცულება ვისაც უნდოდა, უკვე მიცუნცულდა, შესაბამისად, ჯობია ვარდისფერი სათვალეები მოიხსნას, რეალობას შეხედოს ისე როგორც არის და რეალობა არის ძალიან მძიმე, თუ საუაბრი უნდათ, ვისაუბროთ იმ მთავარ საკითხზე, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივ აუცილებლობას, იმისათის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს, ეს არის რიგგარეშე არჩევნები.
დანარჩენი საკითხი, თვეზე მეტია უკვე შეტანილი აქვს 51 ზე მეტ დეპუტატს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადება და კეთილი ინებოს ამხანაგმა, ბაზრის რაზვოდჩიკმა მდინარაძემ, განიხილოს და დააკმაყოფილოს. ამით უკვე გაფორმდება ოფიციალურად საქართველოში ერთპარტიული მმართველობა, ერთპარტიული პარლამენტი და ერთპრტიული დიქტატურისაკენ მიმავალი საბჭოეთი, რომელსაც თავში ბიძინა ივანიშვილი და დანარჩენი პატარ-პატარა გაუგებარი სუბიექტები უდგანან.
თვენზე არ არის დამოკიდებული ვის შეხვდებით და ვის არა, შეხვედრა ერთია, ფასილიტატორი ელჩების დახმარებითდა ბატონ ამხანაგ მდინარაძეს შეუძლია თავის ამპსონებთან ერთად იქ მოვიდეს მეხუთე რაუნდი როცა იქნება. დანარჩენი უკვე ბაზრის რაზვოდჩიკის საუბარია, რადგან ასეთი მენტალობის ადამიანია ის და ასეთი პრიმიტივი იმფუზორიებით არის დაკომპელქტებული დღვანდელი უმრავლესობა. „ - განაცხადა უგულავამ.