თელავში გვიან ღამით 28 წლის ქალი მოკლეს, დაჭრილია 32 წლის მამაკაციც. ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მამაკაცი გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარის მოტივად ურთიერთშელაპარაკება სახელდება, დაკავებულია ეჭვმიტანილი. გამოძიება მიმდინარეობს სსკ 108 და 109 მუხლებით, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.