საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს თანამდებობის დაკავებას ულოცავს.
"დღეს ისტორიისა და იმედის დღეა. ბრიუსელიდან, სადაც ვისაუბრებ საქართველოსა და ევროატლანტიკური ურთიერთობების მომავალზე, მინდა გულწრფელად მივულოცო პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს.
დღეს აშშ-ს, როგორც მსოფლიოს ყველაზე დიდი დემოკრატიისა და თავისუფლების ქვაკუთხედის ლიდერობის პასუხისმგებლობა თქვენს ხელშია!", - წერს სალომე ზურაბიშვილი მიკრობლოგ "ტვიტერზე".