66 წლის ასაკში ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა.
გიორგი ოთხმეზურმა 1976 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
გიორგი ოთხმეზური იყო ცნობილი ისტორიკოსის მარიკა ლორთქიფანიძის შვილი.