ოპოზიციამ სახელი უნდა დაარქვას ოფიციალურ განცხადებით, რომ ეს ბატონები აღარ წარმოადგენენ ძირითად ოპოზიციას, ახოვანებენ „ქართულ ოცნებას“, მათი წინადადება მოვისმინეთ, მაგრამ არ გავიზიარეთ და შესაბამისად მათტან პოლემიკას აღარ ვაპირებთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ველოდებით „ქართული ოცნებისგან“ და არა იაგო-მეგრელიშვილ-ხვიჩია-იოსელიანისგან გაუგებარ წინადადებს. ეს ადამიანები იყვნენ თავისთვის. ამ ადამიანებს შეუძლიათ შევიდნენ პარლამენტში და იჭუჭკუკონ კოლექტიურ კობახიძესთან“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.