"ჩვენი სიის პირველი ნომერი გახლდათ ზურა ჯაფარიძე და როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი იმ პერიოდში, თუ რამე კონტაქტი არსებობდა, ეს იყო "ოცნებასა" და ჯაფარიძეს შორის, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"ოცნებიდან" მე ეს ინფორმაცია მივიღე. მე ზუსტად ვიცი, რომ ასეთ დროს პოლიტიკურ სპექტრში არსებობს კომუნიკაცია და ამაში არანაირი პრობლემა არ არსებობს.
"რა თქმა უნდა, სხვა პარტიებსაც ჰქონდათ კომუნიკაცია "ოცნებასთან". ვის ხვდებოდნენ, კონკრეტულად ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და ჩემი მხრიდან ამაზე ლაპარაკი კორექტული არ იქნება. მე არ შევხვედრივარ, მაგრამ მაგალითად "ქართული ოცნების" წინადადება ჩემთან მოდიოდა ბადრი ჯაფარიძის გავლით", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.