"არ მინდა ეს დავიჯერო, შანტაჟისთვის არავინ მემეტება", - თქვა გადაცემაში პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მას შემდეგ, რაც მანამდე ეჭვი გამოთქვა, რომ გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ, შესაძლოა, კომპრომატები ჰქონდეთ "ვანო მერაბიშვილს ან გიგა ბოკერიას".
ელისაშვილის თქმით, მას იმადი აქვს, რომ ვაშაძე "არ არის შანტაჟის მსხვერპლი", თუმცა ვერაფრით ხსნის, რატომ შეიცვალა მან აზრი მოქალაქეების და გირჩის ინიციატივის განხილვის შესახებ:
"არ ვიცი...ამაზე ძალიან ბევრი ლაპარაკობს და არ მინდა რომ ეს ასე იყოს, იმიტომ რომ შანტაჟისთვის არავინ მემეტება, იმისთვის რომ აზრი შეცვალოს. და იმედი მაქვს, რომ ვაშაძე არ არის ამის მსხვერპლი. მე მომწონს - არ მომწონს , მონდომებული კაცია. ამ ერთ დღეში რა დაემართა ამ კაცს?! გუშინ და გუშინ წინ თუ თანახმა იყავი, დღეს რა დაემართა ვაშაძეს?! არ მინდა ეს დავიჯერო. წინა ხელისულება რომ თავის თანაგუნდელებზე კომპრომატებს აგროვებდა ეს ყველამ ვიცით, ეს ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი რომ თავის თანაგუნდელებზე კომპრომატებს არა მარტო აგროვებდა, არამედ ავრცელებდა, ესეც ვიცით...გამორიცხული არაფერია, უბრალოდ მე მინდა რომ ეს ასე არ იყოს. უბრალოდ ვერაფრით ავხსენი უარის თქმა", - თქვა ალეკო ელისაშვილმა.