რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნი ბერლინიდან მოსკოვს გაემგზავრა.
ნავალნის პრესსპიკერის კირა იარმიშის ინფორმაციით, ბერლინის ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტიდან თვითმფრინავი, რომლითაც ნავალნი მგზავრობს, უკვე გაფრინდა.
ალექსი ნავალნიმ რუსეთში დაბრუნების განზრახვის შესახებ 13 იანვარს განაცხადა.
12 იანვარს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს ალექსეი ნავალნისთვის პირობითი სასჯელის რეალური განაჩენით შეცვლის მოთხოვნით მიმართა.
ნავალნის პირობითი სასჯელი და გამოსაცდელი ვადა „ივ როშეს“ საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა შეფარდებული.
ალექსეი ნავალნი გასული წლის აგვისტოში მოწამლეს ნერვული აგენტი "ნოვიჩოკით". ის სამკურნალოდ ბერლინში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მოახერხეს მისი გადარჩენა. კრემლმა არაერთხელ უარყო რაიმე სახის მონაწილეობა მის მოწამვლაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი "აშშ-ის სპეცსამსახურების მხარდაჭერით სარგებლობს" და დასძინა, რომ "რუსეთის სპეცსამსახურებს ნავალნის მოკვლა რომ ნდომოდათ, საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ".