რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი "აშშ-ის სპეცსამსახურების მხარდაჭერით სარგებლობს" და დასძინა, რომ "რუსეთის სპეცსამსახურებს ნავალნის მოკვლა რომ ნდომოდათ, საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ".
პუტინის ეს კომენტარი მოჰყვა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა საგამოძიებო ჟურნალისტთა გუნდის მიერ ჩატარებულ გამოძიებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (FSB) შექმნა ელიტური გუნდი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ნავალნის მოწამვლის საქმეზე.
ალექსეი ნავალნი ამ წლის აგვისტოში მოწამელს ნერვული აგენტი "ნოვიჩოკით". ის სამკურნალოდ ბერლინში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მოახერხეს მისი გადარჩენა. კრემლმა არაერთხელ უარყო რაიმე სახის მონაწილეობა მის მოწამვლაში.
ფოტო: TASS