"მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა "მოქალაქეების" ლიდერს ალეკო ელისაშვილს Facebook-ზე პასუხობს და აცხადებს, რომ მის უკანონო პატიმრობაზე პასუხისმგებელი ერთადერთი ადამიანია და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ელისაშვილის განცხადებით, გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლების საკითხი ოპოზიციის გამო ჩავარდა.
რურუა მმართველ გუნდთან მოლაპარაკებისას პროდასავლური ოპოზიციური პარტიების პოზიციას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
"ჩემო მეგობარო ალეკო, ჩემს უკანონო დაკავებაში და ასევე უკანონო პატიმრობაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს. მადლობა მინდა გადავუხადო არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიას და პრინციპულ ოპოზიციას, რომლებიც მეხმარებიან ჩემი უდანაშაულობის დადგენაში. და ბოლოს, მინდა განვაცხადო,რომ სრულად მხარს ვუჭერ დასავლური ოპოზიციური პარტიების პოზიციას. ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა", - წერს რურუა