ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გადაცემაში პოლიტმეტრი ჟურნალისტის კითხვაზე დაწერა თუ არა საპარლამენტო არჩევნებისას ენმ-ის სია ვანო მერაბიშვილმა, განაცხადა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, მელია აღნიშნავს, რომ იყო პრობლემები, მაგრამ მას არა სურს მერაბიშვილზე საუბარი, რადგან მისი სწორება არის აწყმოსა და მომავალზე და არა წარსულზე.
მისი თქმით, ენმ-ს სია ვანო მერაბიშვილს არ დაუწერია.
„პრობლემები იყო ბევრი, არ მინდა ამაზე საუბარი. როგორც ბატონ ივანიშვილზე არ მინდა საუბარი, ისე ამ ადამიანზე [მერაბიშვილზე] არ მინდა საუბარი, კარგს ვერაფერს ვიტყვი", - აცხადებს მელია.
მელიას თქმით, პარტიაში ახალი, მაგრამ ამავდროულად, გამოცდილი ადამიანები მივლენ. წამყვანის რეპლიკაზე, რომ ვანო მერაბიშვილიც გამოცდილია, მელიამ განაცხადა, რომ მასზე განგებ არ საუბრობს.
"განგებ არ ვსაუბრობ, შეიძლება, ჭერი ჩამოინგრეს მოყოლა რომ დავიწყო, არ მინდა და შეიძლება, იატაკიც ჩავარდეს ქვევით, არა მარტო "ნაციონალურ მოძრაობაში", არამედ ქვეყანაშიც, არ მინდა ივანიშვილის წისქვილზე წყალი დავასხა", - აღნიშნა მელიამ.