არათუ რიგგარეშე არჩევნები, არამედ გადაუდებლად, დაუყოვნებლივ განმეორებითი არჩევნები დაინიშნება, თუკი საპარლამენტო კომისია დაადგენს იმას, რომ მნიშვნელოვანი გადახრა იყო და გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე - აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი.
გიორგი ვოლსკის განმარტებით, ეს არის დღეს მმართველი ძალის პოზიცია.
"ნებისმიერი ადამიანის განცხადებაზე, ეს იქნება შალვა ნათელაშვილი, მიხეილ სააკაშვილი თუ ალეკო ელისაშვილი, გადაწყვეტილების მიღება კატეგორიულად დაუშვებელია.
რაც შეეხება, სამართლებრივი საფუძველის ძებნას ერთგვარ პლებისციტში, შესაძლოა, ეს თემა იყოს განხილული. თუმცა, რა საკვირველია, ეს თემა საკმაოდ სუსტია იმასთან შედარებით, რასაც ჩვენ ვთავაზობთ საპარლამენტო მუშაობის პირობებში.
რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, მე ასეთი არ ვიცი. მე ვიცი ადამიანები, რომლებიც ბრალდებულები არიან ქვეყნის ისტორიული ტერიტორიის საკითხზე საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღებაში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.