1-ლი თებერვლიდან სავაჭრო სექტორი , ფაქტობრივად მთლიანად გაიხსნება, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ფორმულას“ ეთერში.
მისი თქმით, გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი საახალწლო პერიოდში სავაჭრო სექტორის მიერ კოვიდრეგულაციების ზედმიწევნით დაცვა გახდა.
„გადაწყვეტილება საბოლოოა და არ შეიცვლება“, - თქვა იმნაძემ.
"პირველი თებერვლიდან დაანონსებულია უკვე, რომ გაიხსნება პრაქტიკულად მთლიანად სავაჭრო სფერო... მთავრობა იძულებულია რაღაც შეზღუდვები დააწესოს, როცა არ ვიცავთ რაღაც წესებს, ან ბიზნესი არ იცავს წესებს. ჩვენ ვნახეთ, რომ ბიზნესი კარგად იცავდა, როცა საახალწლოდ გაიხსნა ვაჭრობა. დიდ მოლებში ძალიან კარგად იყო დაცული ყველანაირი მოთხოვნა. ბიზნესი არის პასუხისმგებლობიანი, მოგვყვება ამაში”,– განაცხადა იმნაძემ.