"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ მთავარი მოთხოვნა უცვლელია და ეს არის რიგგარეშე არჩევნები.
"ჩვენთვის მთავარი და პრინციპული მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნები. ის შემოთავაზება, რომ ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიხედვით დაინიშნოს, ან არ დაინიშნოს, ჩემი პირადი გადმოსახედიდან, არის გაუგებრობა და აბსურდი. ეს ერთგვარი კაპიტულაციაა, რომ აი დავნებდეთ, ოღონდ პარლამენტში შევიდეთ”, -აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.