ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი შეწყვიტა.
"თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ვლადიმერ კეხმანსა და ნინა ანანიაშვილს შორის მოლაპარაკებების შედეგად, მხარეების შეთანხმებით, გადაწყდა ადრე დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა", - ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნინო ანანიაშვილმა 7 იანვარს განაცხადა, რომ ის რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებდა და დასთან შესახვედრად რუსეთში იანვრის ბოლოს უნდა გამგზავრებულიყო.
ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა 9 იანვარს განაცხადა, რომ რომ აჩერებს კონტრაქტს ქართველ პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილთან. თეატრმა ნინო ანანიაშვილი დასის უპატივცემულობაში დაანადაშაულა.
"თეატრის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე - დასის უპატივცემულობის უკიდურესი გამოვლინებაა", - განაცხადა თეატრმა.