თავდაცვის ყოფილი მინისტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე თინა ხიდაშელი „რუსთავი 2“-თან საუბარში ამბობს, რომ მთავარი ტესტი ივანიშვილი მართლა წავიდა პოლიტიკიდან, თავისი პარტიიდან, გადაწყვეტილების მიღების სისტემიდან თუ არა, მთავარი ნიშნული და მაჩვენებელი იქნება მოვლენები, რომელიც თავად "ქართულ ოცნებაში" განვითარდება.
"ალიდერებენ თუ არა კობახიძეს, ეს არის მთავარი გამოწვევა, იმიტომ რომ ივანიშვილის გარეშე ეს არის გამორიცხული. არ აქვს არავითარი რესურსი კობახიძეს, რომ იყოს მაგალითად, კახა კალაძის ლიდერი, ან თუნდაც გიორგი გახარიას ლიდერი, მაგრამ ივანიშვილთან ერთად, მას შეუძლია იყოს ამ პარტიის ლიდერი. წინ ადგილობრივი არჩევნებია და ამიტომ ვახსენე კალაძე სწორედ, როგორ განვითარდება მოვლენები ადგილობრივი არჩევნების წინ, ჩვენ ყველანი ამის მიხედვით შევძლებთ ვიყოთ სრულიად დარწმუნებული იმაში, წავიდა ივანიშვილი, თუ სინამდვილეში საჯარო სივრციდან გავიდა, ბოლო ნაგლეჯიც კი, პასუხისმგებლობის, რომელიც მას ჰქონდა, მოიხსნა და ამას ემსახურებოდა ეს წერილი, თუ სინამდვილეში წავიდა და კერძო ცხოვრებით დაკავდა", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.