შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორად ვეტერანი ამერიკელი დიპლომატი უილიამ ბერნსი წარადგინა.
უილიამ ბერნსი დიპლომატად მსოფლიოს სხვადასქვა ქვეყანაში, რონალდ რეიგანის ადმინისტრაციიდან ბარაკ ობამას ადმინისტრაციამდე, მუშაობდა.
"ამერიკელ ხალხს შეუძლია მშვიდად იძინოს, როდესაც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი იქნება", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
"ბილ ბერნსი არის სამაგალითო დიპლომატი, რომელსაც ათწლეულების გამოცდილება აქვს მსოფლიო ასპარეზზე, რათა უზრუნველყოს ჩვენი ხალხისა და ქვეყნის უსაფრთხოება და დაცულობა", - დასძინა ბაიდენმა.
უილიამ ბერნსი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში 1982 წლიდან მუშაობდა. ობამას ადმინისტრაციის დროს ის იყო სახელმწიფო მდივნის მოადგილე.