საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ენმ-ს პარტიის თავმდომარის გრიგოლ ვაშაძის პოლიტიკიდან წასვლაზე ისაბრა და აღნიშნა, რომ მის ქმედებებზე პარტია პასუხს აღარ აგებს.
„ვაშაძემ თქვა, რომ არ უნდა აქტიურ პოლიტიკაში ყოფნა და წავიდა ნაციონალური მოძრობის თავმჯდომარეობიდან. მე მიმაჩნია, რომ გრიგოლ ვაშაძე როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო უბრწყინვალესი, ნაციონალური მოძრაობიდან წასვლის შემდგ, გერჰარდ შროდერი წავიდა გერმანიის კანცლერობიდან და გახდა "გაზპრომის" მმართველი, არ შევადარებ გაზპრომს ბალეტს მით უმეტეს, როცა გაზპრომის მთავარი კერძო აქციონერი არის საქარველოში...შრიოდერი უკვე აღარა იყო გერმანიის კანცლერი და ამიტომ არც მისი პარტია და არც მისი ქვეყანა მის ქმედებებზე უკვე პასუხს აღარ აგებდა და არც აგებს“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი