დემოკრატიული არჩევნებით ხელისუფლების გადაცემა ივანიშვილმა 9 წლის განმავლობაში უმოწყალოდ ჩაკლა, -ასე ეხმიანება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე დემოკრატი სენატორის, ჯინ შაჰინის მიერ კაპიტალიუმში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მაგალითის მოყვანას.
"შაჰინმა კაპიტოლიუმში საქართველოს 2012 წლის მაგალითი მოიყვანა.
მართლაც, უდიდესი მემკვიდრეობა - დემოკრატიული არჩევნებით ხელისუფლების გადაცემა ივანიშვილმა 9 წლის განმავლობაში უმოწყალოდ ჩაკლა.
საოცარი შესაძლებლობა ჰქონდა საქართველოს დიდებული დემოკრატიის, გაერთიანების, განვითარებისა და კეთილდღეობის მაგალითი ყოფილიყო მსოფლიოში.
მივიღეთ საპირისპირო. დაყოფილი საზოგადოება და მიტაცებული ქვეყანა. ოცნების მომხრეებიც დაფიქრდით - მართლაც რამდენი დრო დაკარგა ქვეყანამ.
შობას გილოცავთ..", წერს ხატია დეკანოძე.