თბილისის მერმა კახა კალაძემ, სოციალური ქსელის საშუალებით, მოსახლეობას ქრისტეშობის დღესასწაული ოჯახთან ერთად მიულოცა.
„ვულოცავ საქართველოს იმედის, სიკეთის, სიყვარულის დღესასწაულს -ქრისტეშობას! ღმერთმა ინებოს ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა თითოეულ ოჯახში, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და წინსვლა. შობას გილოცავთ!", - განაცხადა კახა კალაძემ.