საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისთვის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მინიჭებას ეხმიანება "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი. რომელიც აცხადებს, რომ სწორედ ასე აჯილდოვებდა პარიზი 90-იან წლებში ცენტრალური აფრიკის დიქტატორ იმპერატორ ბოკასას, რომელიც ასევე მათი მოქალაქე იყო და რომელიც შემდგომში კაციჭამია გამოდგა.
„ესაა ქართველი ხალხის ფეხზე დაკიდება. ამაშიც ჩვენგან მოპარული მილიონებია გადახდილი. ეტყობა საფრანგეთის პრეზიდენტს ცუდი მრჩევლები ყავს. თუმცა მთლად საკვირველიც არაა, სწორედ ასე აჯილდოვებდა პარიზი 90-იან წლებში ცენტრალური აფრიკის დიქტატორ იმპერატორ ბოკასას, რომელიც ასევე მათი მოქალაქე იყო და რომელიც შემდგომში კაციჭამია გამოდგა პირდაპირი გაგებით. სანამ ასეთ ჩვენი ერისთვის შეურაცხმყოფელ და ტირანის გადასარჩენ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ბატონ მაკრონს ერჩივნა ეკითხა პუტინისათვის, თუ რატომ არ სრულდება 2008 წლის ხელშეკრულება, დადებული საფრანგეთის შუამავლობით, საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით, რომლის შესრულებაზეც სწორედ პარიზია პასუხისმგებელი“, – წერს სოციალურ ქსელში შალვა ნათელაშვილი.