ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში COVID-19-ის 125 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში გამოჯანმრთელდა - 120 პაციენტი. დღემდე რეგიონში გამოჯანმრთელებულია 32 081 პაციენტი.
კლინიკა დატოვა -30-მა პაციენტმა. კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება (მართვით სუნთქვიაზე) - 22 პაციენტი.
ამ დროისათვის აჭარაში კლინიკაში მკურნალობს - 366 პაციენტი. კოვიდ სასტუმროში -იმყოფება 248 პაციენტი.