"ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ვინც არ უნდა შევიდეს ახლა პარლამენტში, გამოდის, რომ ის შედის "ქართული ოცნების" რიგებში.
"ის რომ "პატრიოტთა ალიანსიდან" ე.წ დუბლების შეყვანას ახორციელებს "ქართული ოცნება" პარლამენტში, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს პარლამენტი ერთპარტიულია. ამიტომ, ვინც არ უნდა შევიდეს ახლა პარლამენტში, გამოდის, რომ ის შედის "ქართული ოცნების" რიგებში. მათ მოუწევთ იმის აღიარება, რომ არჩევნები გააყალბეს", - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზურაბ მელიქიშვილი.