შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად კვლავ ნენსი პელოსი აირჩიეს.
80 წლის პოლიტიკოსი კონგრესის წარმომადგენელთა პალატას კიდევ ორი წლით უხელმძღვანელებს.
დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობაზე ნენსი პელოსი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დაასახელეს.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობაზე ასევე წარდგენილი იყო რესპუბლიკელი კევინ მაკარტი. კენჭისყრაში ნენსი პელოსიმ 216 ხმა მიიღო, კევინ მაკარტიმ - 208.
შეგახსენებთ, გუშინ, 3 იანვარს 117-ე მოწვევის კონგრესმა განახლებული შემადგენლობით მუშაობა განაახლა.
ნენსი პელოსი კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრია 1987 წლიდან. პალატის სპიკერის თანამდებობას ის 2007-2009 წლებში და 2019 წლიდან დღემდე იკავებს.
ნენსი პელოსი პირველი ქალია ამერიკის ისტორიაში, რომელმაც წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობა დაიკავა.