3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით საქართველოში უქმე დღეები გამოცხადდა.
აღნიშნული პერიოდი საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის დასვენების დღეები იქნება, ხოლო კერძო სექტორისთვის უქმე დღეების გამოცხადება ნებაყოფლობითი იქნება.
მუშაობას გააგრძელებენ კომერციული ბანკები და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები.
გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად დაწესებული შეზღუდვები: გადაადგილების შეზღუდვა ღამის 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე, დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება კვლავ შეზღუდულია, დაიხურება სავაჭრო ცენტრები, ასევე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით.