ოზურგეთის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის კელიები დაიწვა. ინფორმაციას შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, კელიებს ცეცხლი დილით 7 საათზე გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"ქრისტესმიერ საყვარელ სულიერ შვილებს,გაცნობებთ, რომ დღეს დილით 7 საათზე ცეცხლი გაუჩნდა ოზურგეთის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის საცხოვრებელი კომპლექსის მეორე სართულს. დაიწვა კელიები მთლიანად . მადლობა ღმერთს, არავინ დაზარალებულა", - წერს მეუფე იოსები.