15 იანვარის ჩათვლით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ფასიანი მომსახურების განყოფილება მოქალაქეებს არ მომსახურება, აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"საქართველოში, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით, გამოცხადებულია უქმე დღეები. გარემოს ეროვნული სააგენტო გაცნობებთ, რომ 31 დეკემბრიდან 15 იანვარის ჩათვლით, სააგენტოს ფასიანი მომსახურების განყოფილება მოქალაქეებს არ მომსახურება.
2021 წლის 18 იანვრიდან, პანდემიის პირობებში დადგენილი რეგულაციების დაცვით, მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდება აღდგება“, აცხადებენ სააგენტოში.