"გირჩის" ლიდერები პარტია მოქალაქეების ერთ-ერთ ლიდერთან გამართულ მოლაპარაკებებს ადასტურებენ. იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მსგავსი სახის კომუნიკაცია მათ ბევრ ოპოზიციურ პარტიასთან აქვთ და არა მხოლოდ პარტია "მოქალაქეებთან".
პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” თავმჯდომარე ამბობს, რომ ერთიანი შეთანხმების გარეშე, ხელისუფლებასთან ბრძოლა ეფექტური ვერ იქნება.
"მიმდინარეობს ოპოზიციაში მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ პარტიას რა უნდა მიიღოს ამ მოლაპარაკებიდან. იმიტომ რომ ჩვენ ერთიანები ვართ ოპოზიცია ამ მოლაპარაკებაში, ვიცით, რომ სათითაოდ ჩვენი ძალები ხელისუფლების წინააღმდეგ არ იქნება ეფექტური, ამიტომ ერთმანეთს ველაპარაკებით, რომ მაქსიმალურად მეტი წამოვიღოთ თუ ეს შესაძლებელია მოლაპარაკების მაგიდასთან. მარტო ბატონ ალეკო ელისაშვილთან არა, ჩვენ ფაქტობრივად, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ვლაპარაკობთ ყოველდღიურ რეჟიმში. ჩვენთვის პრინციპული საკითხია უბარიერო პროპორციულ არჩევნები, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე, სხვა პარტიებისთვის სხვაა. ჩვენ შეიძლება გარკვეულ კომპრომისებზე წავიდეთ პოლიტიკურ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.