პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე საკითხი მმართველ გუნდში კატეგორიულად არ განიხილება. მისი თქმით, არანაირი რიგგარეშე ვადამდელი არჩევნები "ქართულ ოცნებაში" დღის წესრიგში არ დგას.
"არანაირი რიგგარეშე ვადამდელი არჩევნები - რაც არ უნდა გადაწიონ და მათი გადმოსახედიდან ჩვენთვის მომხიბვლელი იყოს წინადადება - 2022-ში, 2023-ში, ორი თვით ადრე, 2024 წლის არჩევნებამდე თუ ა.შ. არანაირი მსგავსი საკითხი კატეგორიულად არ განიხილება მმართველ გუნდში, ეს მინდა ყველამ იცოდეს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდა სინამდვილეში. ამ ქვეყანაში გვაჩვევენ და ცდილობენ, ჩვენც კი დავკომპლექსდეთ, რომ არჩევნები კარგად ჩატარდა - ეს ვერავინ ვერ უნდა გაბედოს”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.