"ერვნული ფორუმი" კახეთის რეგიონში ენერგოდისტრიბუციის კომპანიებს მოსახლეობისგან ზედმეტი თანხების აღებაში ადანაშაულებს.
ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერის ნიკო ორველაშვილის თქმით დოკუმენტები, რომლითაც მომხმარებლისგან ელექტროენერგიის დამატებითი საფასურის გადახდას ითხოვენ, არ შეიცავს მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას, არც მის ფასს და არც მრიცხველის მიერ საწყის და საბოლოო ჩვენებებს.
ორველაშვილის თქმით, ასევე დოკუმენტებზე არაა მითითებული იმ იურიდიული პირის სახელწოდება და რეკვიზიტები, ვინც მოსახლეობისგან თანხის გადახდას მოითხოვს,
"კომპანიების თავგასულობამ პიკს მიაღწია, გასულ კვირას საგარეჯოს რაიონში, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა, გაურკვეველი სტატრუსის მქონე პირთა ჯგუფებმა სოფელ ჩაილურში მოსახლეობას ზემოთხსენებული "დოკუმენტები" ჩამოურიგეს, რომლებითაც დაუჯერებლად დიდი თანხების გადახდას ითხოვდნენ, ხოლო ვინც ეს თანხები ვერ დაფარა მასობრივად შეუწყვიტეს ელექტროენერგია. მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა, მაგრამ დახმარება ვერ მიიღო, ამის შემდეგ სოფელმა კოლექტიური წერილით, რომელსაც ხელს 250-ზე მწტი მოქალაქე აწერს "ეროვნულ ფორუმს" სთხოვა თანადგომა", _ განაცხადა ნიკო ორველაშვილმა.
ორველაშვილის თქმით, ენერგოდისტრიბუციის კომპანიებს ხელისუფლება უჭერს მხარს და ისინი ტოტალურად ძარცვავენ მოსახლეობას ყოველგვარი იურიდიული სტატუსისა და საფუძვლის გარეშე.